რატომ დაჭრა "ქართული ოცნების"მანდატი გიორგი გიუნაშვილმა?!

რატომ დაჭრა "ქართული ოცნების"მანდატი გიორგი გიუნაშვილმა?!

   ,,ქართული ოცნების" ბორჯომის რაიონის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი გიუნაშვილმა სახელისუფლებო პარტია დატოვა და ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანდა. 

 გიორგი გიუნაშვილმა ,,ქართული ოცნების" მანდატი დაჭრა. ლეიბორისტული პარტიის მანდატი მას პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გადასცა.

   გიორგი გუგავა:

_ ,,ქართული ოცნება" ნაციონალების ბუდედ და ნავსაყუდელად გადაიქცა. ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ცენტრში თუ რეგიონებში მართველი პარტიის სახელით ჩადიოდნენ უამრავ უკანონობას, აყალბებდნენ არჩევნებს, აშინებდნენ ხალხს, იტაცებდნენ საბიუჯეტო სახსრებს და ქვეყანაში ამკვიდრებდნენ უკანონო რეჟიმს, დღეს ,,ოცნებაში" პორტირებულები და გადაბარგელებულები აგრძელებენ იგივე უკანონო ქმედებებს და საქმიანობას, ხოლო ის ადამიანები, ვინც გულწრფელად იბრძოდნენ "ნაციონელების" წინააღმდეგ და იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში დამკვიდრდებოდა სამართლიანობა, იმედგაცრუებულები და ოცნებადამსხვრეულები არიან.

  მინდა წარმოგიდგინოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ ერთი ხელძღვანელი გიორგი გიუაშვილი, რომელიც სწორედ ამ მოვლემენის გამო ტოვებს ,,ქართულ ოცნებას," უერთდება ლეიბორისტულ პარტიას და სწორედ ერთობლივი ბრძოლით შევძლებთ იმ იდეალების განხორციელებას, რომელიც ქვეყანაში აღადგენს როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ სამართლიანობას".

   გიორგი გიუნაშვილი 

   _"როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, მე ვარ ,,ქართული ოცნების" წევრი, ბორჯომის ორგანიზაციის ერთ ერთი ლიდერი. ბოლო ერთი წლის მანძილზე ვიყავის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 

როგორც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ვერ აღწევდა ადამიანი სამართალს, იგივე გაგრძელდა ამ ხელისუფლების პირობებშიც. ნაბრძოლი და ნაომარი ხალხი, ვინც საქართველოს 2012 წლის 1 ოქტომბერი ,,ოცნების" დროშით ხელში გაუთენა გვერდზე არიან გაწეული, ხოლო ის ხალხი ვინც ხუთნომრიანი მაისურებით დარბოდნენ და ჩვენ გვებრძოდნენ დღეს ,,ქართული ოცნების" სიებშია არიან მოკალათებულები. უფრო მეტიც, ,,ოცნების" საარჩევნო სიების ერთი მესამედი დაკომპლექტებულია ე. წ. სუს- ის მიერ. აქედან გამომდინარე მე ვტოვებ ,,ქართულ ოცნებას" და შევდივარ ყველაზე სუფთა წარსულის და ყველაზე ღირსეული პარტიის შემდგენლობაში. ეს არის ლეიბორისტული პარტია.

  მინდა მოვუწოდო ,,ქართული ოცნების" ყველა გულნატკენ მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს, არ გადგეთ გვერდზე, შემოგვიერთდით! არ დავუთმოთ ჩვენი მონაპოვარი და ნაციონალურ ოცნებას!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: