დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ჩემი პრიორიტეტი არის ადამიანი!"

დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ჩემი პრიორიტეტი არის ადამიანი!"

   რიყეზე, საარჩევნო ბლოკმა "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია"-მ  თბილისელებს თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე  ოფიციალურად წარუდგინა. მერობის კანდიდატმა იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და არჩევნებში  გამარჯვების შემთხვევაში ნდობის გამართლება დაიფიცა.

   -"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თანამოქალაქეების წინაშე როგორც მერობის კანდიდატი. თუ არჩეული ვიქნები ამ მნიშვნელოვან პოსტზე, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, გავამართლებ თქვენს ნდობას. მე თქვენ გპირდებით, რომ ამ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში დავანგრევ კორუმპირებულ სისტემას და თითოეულ თეთრს ჩვენი ბიუჯეტიდან მოგიძღვნით თქვენ. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რა არის თქვენი პრიორიტეტი?  პრიორიტეტი არის ადამიანი.  ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილი რა გტკივათ თქვენ, რა სჭირდება თქვენს ოჯახებს. თბილისელობა ესაა, პირველ რიგში, სულის თვისება და შემდგომ გეოგრაფიული თავისებურება. ესაა სულის ის თვისება, რომელმაც შენ, მერს უნდა მოგცეს უფლება ან სინდისის დონეზე აგიკრძალოს  პატრიარქის სასთუმალთან შანგრილა აღმოაცენო, 100 ათასი მოწამის დაცემის ადგილზე ბუდაბარი წამოასკუპო და ამაში გასამრჯელო მიიღო, მე ვიქნები გარანტი თითოეული თქვენგანის პრობლემების უყურადღებოდ არ დარჩენისა და ყველასთვის საყვარელი თბილისის კეთილდღეობისა"- მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მეტეხის ხიდთან შეკრებილებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: