თბილისის მერია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას წყვეტს

თბილისის მერია  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას წყვეტს

თბილისის მერია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას წყვეტს. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მდებარე თითოეულ ეკლესიაზე 10 000 ლარის ოდენობის დახმარება იყო გათვალისწინებული, ბიუჯეტში შესაბამისი თანხების უქონლობის გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გათვალისწინებული დახმარება თბილისის მერიამ შეწყვიტა.

"თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას ეხება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს, ასევე მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რადგან მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა შეზღუდულია". - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა  რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: