ყვარლის საკრებულომ დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ყვარლის საკრებულომ, დახურულ სხდომაზე გამგებელი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გამგებლის მოვალეობას გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი შეასრულებს
ქვეხიშვილის მომხრეებსა და საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა საკრებულოში გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავდნენ. საკითხის განხილვა დღესაც გაგრძელდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სწორედ ამ დროს დააკავეს ქევხიშვილი და კიდევ 17 პირი.
ქევხიშვილისა და 17 პირის დაკავების მიზეზებზე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, დავით ქევხიშვილი და მისი მომხრეები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს, რაც დაკავების მიზეზი გახდა. მეორე ვერსიით კი, ქევხიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებით, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი იყო დაინტერესებული