თბილისის N64 საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატება
ქალაქ თბილისის N64 საჯარო სკოლამ, რომლის დირექტორი თამარ მამსიკაშვილია, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი წარმოადგინა და გაიმარჯვა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - "კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით".
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტმა გაიმარჯვა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო საგრანტო კონკურსში - "კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით". თემის სათაურია "საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიის ნიადაგური რუკის (მასშტაბში 1 : 10 000) შედგენა" (სამეცნიერო ხელმძღვანელი აკადემიკოსი, თენგიზ ურუშაძე). პროექტში მონაწილეობდა 7 საჯარო სკოლა, მათ შორის:#64 საჯარო სკლასთან ერთად მცხეთის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლა.სულ 27 მოსწავლე.
კონკურსის პირობა იყო საშუალო სკოლის მოსწავლეების ჩართვა სამეცნიერო მუშაობაში. პროექტი მიზნად ისახავს აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის (60 ჰექტარი) ნიადაგური რუკის შედგენას. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვე და მოიცავდა საველე, ლაბორატორიულ და კამერალურ სამუშაოებს.
პროექტის ხელმძღვანელები ძალიან ამაყობენ ასეთი "ინტერნაციონალური" გუნდით და პროექტის წარმატების შემთხვევაში აპირებენ გააფართოონ და გააგრძელონ ძალისხმევა ამ მიმართულებით. პროექტის საზეიმო გახსნა იყო ა.წ. 25 იანვარს,რის შემდეგაც მთელი 3 თვის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ, სწავლობდნენ.
დღეს 26 აპრილს, 14საათზე გაიმართება საზეიმო დახურვა აგარარულ უნივერსიტეტში. მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სხვა ფასიანი საჩუქრები. დახურვას დაესწრებიან რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელები, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, N64 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, აზერბაიჯანის საელჩო და სხვა მოწვეული სტუმრები.
"ივერიონი" ულოცავს სკოლას მორიგ წარმატებას და გამარჯვებულ მოსწავლეებს მათ ხელმძღვანელებთან ერთად დაჯილდოვების შემდეგ გააცნობს ფართო მკითხველს.