არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი უტარდებათ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი უტარდებათ

   სწავლებას ცესკო და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა დ სწავლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) უწევენ ორგანიზებას.

  ტრენინგში იმ 10 არასამთავრობო ორგანიზაციის 29 წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებიც ბოლო არჩევნების მონაცემებით დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესებში იყვნენ ჩართული.

   სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრენინგის მონაწილეებს საკანონმდებლო სიახლეებს, კენჭისყრის დღის პროცედურებსა და დამკვირვებელთა უფლებრივ მდგომარეობას, საარჩევნო დავებთან და განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ.

ტრენინგი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და მონაწილეებს თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დამკვირვებლების აქტიური ჩართულობა საარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვას უწყობს ხელს.

სწავლების ამოცანაა ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცედურების ერთგვაროვან აღქმას; ტრენინგი ასევე ისახავს მიზნად, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა,  საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყონ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება.

   ტრენინგში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალი:

"თავისუფალი არჩევანი", "ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსათვის", სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია", საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი, საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: