შიხიაშვილის "დამსხვრეული ოცნება"

შიხიაშვილის "დამსხვრეული ოცნება"

   ირაკლი შიხიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში აღარ იქნება, ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ  განაცხადა.

   საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ ტერმინი "ყოფილი ნაციონალი" მისთვის მიუღებელია, რადგან ადამიანებს გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკური არჩევნის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. 

   -"შიახიაშვილის და რამდენიმე დეპუტატის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული მგრძნობელობა აღმოაჩნდა, შესაძლებელია, ტაქტის, შესაძლებელია იმ შეცდომების გამო, რომელსაც ის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სჩადიოდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შიხიაშვილი ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო და ეს სხვადასხვა პროცესმაც დაადასტურა, რამაც კოალიცია ზოგადად, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ირაკლი შიხიაშვილი, რომლის მიმართ საზოგადოებას ბევრი კითხვა ჰქონდა, აღარ ყოფილიყო სიაში წარმოდგენილი", - განაცხადა ზუმბაძემ. 

   რაც შეეხება ზოგადად, მმართველი გუნდის საარჩევნო სიას, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: