"ქართულ ოცნებაში" საარჩევნო სიების ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა

"ქართულ ოცნებაში" საარჩევნო სიების ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა

    "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია,  რომ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის ფორმირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და მათი ვინაობა საზოგადოებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გახდება ცნობილი.

    "მოგმართავთ თხოვნით, ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოთ საარჩევნო შტაბში და თავი შეიკაოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. კოალიცია ღიაა ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობისათვის", - განაცხადა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა საგანგებო ბრიფინგზე.

   რაც შეეხება ერთ-ერთ კანდიდატად მელორ ვაჩნაძის დასახელებას, გეგეჭკორმა განაცხადა, რომ როგორც თავად ვაჩნაძემ განაცხადა, ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

    მისივე განმარტებით, ირაკლი შიხიაშვილთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: