მანანა კობახიძე:-"ანტიდისკრიმინაციული კანონი შესაძლებლობას მისცეს საზოგადოებას, უფრო ტოლერანტული იყოს"

მანანა კობახიძე:-"ანტიდისკრიმინაციული კანონი შესაძლებლობას მისცეს საზოგადოებას, უფრო ტოლერანტული იყოს"

   პატრიარქის თხოვნას "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გადადების შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის სავსებით გასაგებია პატრიარქის ის წუხილი, რასაც  გამოთქვამს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან  დაკავშირებით და აქვე ახსენებს საზოგადოებას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით არ ხდება რამე ახალი უფლებების მინიჭებ აადამიანებისთვის. 

   -"აქ არ შეიძლება საუბარი იყოს რაიმეს პროპაგანდასა და წახალისებაზე, რადგან ეს არის კანონი იმისშესახებ, რომ არ იყოს ამ ქვეყანაში ადამიანის ჩაგვრა და ადამიანებზე ძალადობა იმის გამო, რომისინი არიან განსხვავებულები. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და გვსურს დავდგეთ ისეთიქვეყნების გვერდით, სადაც ადამიანებს არ ჩაგრავენ თავიანთი განსხვავებულობის გამო. ეს კანონიაუცილებლად უნდა მივიღოთ, რადგან საზოგადოება მეტად ტოლერანტული იყოს. ამას ამბობსეკლესიაც, ამიტომ ჩვენ რამე განსხვავებულს არ ვთავაზობთ საზოგადოებას. სავარაუდოდ,პარლამენტი მიიღებს ამ კანონს იმ ფორმით, რაც მეორე მოსმენით იქნება შემოთავაზებული", - აცხადებს მანანა კობახიძე.

    მანანა კობახიძის განცხადებით კანონი შესაძლებლობას მისცეს საზოგადოებას, უფრო ტოლერანტული იყოს, რასაც თავისთავად ეკლესიაც ქადაგებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: