"მომავლის ბანაკი" ააკლიაში ფუნქციონირებას ივნისიდან დაიწყებს
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის განხორციელების იდეით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გამოვიდა და მთავრობამ თანხმობა განაცხადა.
"პროგრამა "მომავლის ბანაკის" სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა ღონისძიების გამართვის ადგილზე ტრანსპორტირების უსაფრთხოება, მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება", – აღნიშნულია პრემიერის მიერ მიღებულ განკარგულებაში.
"მომავლის ბანაკის" კანდიდატურების შერჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს.
ანაკლიაში ბანაკი სექტემბრამდე იფუნქციონურებს.