ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" თბილისში მაცხოვრებელი ექვსი მოქალაქის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მოსარჩელეები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარტიულ კანდიდატთან შედარებით დამოუკიდებელი კანდიდატის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ დისკრიმინაციისაგან აკრძალვის უფლებას.

გარდა ამისა, სადავო ნორმები მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აიძულებენ მოქალაქეებს ასოცირებულნი იყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რითაც სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: