შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შავლეგ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 17,6593 გრ ნარკოტიკული საშუალება 7,62 გრ ჰეროინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შავლეგ გ-მ ნარკოტიკი თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ბუპრენორფინის და ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა"ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა"ქვეპუნქტით).