გოკა გაბაშვილი:-"ჩვენ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება"
"ნაციონალური მოძრაობა" ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მოძრაობის სახელით განცხადება გოკა გაბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით ერთი ადამიანის უფლებების დაცვა არ ნიშნავს სხვა ადამიანის უფლებების დარღვევას.
-"ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მხარდაჭერა აუცილებელია. უმცირესობის უფლებების დაცვით უმრავლესობის უფლებები არ შეილახება. ჩვენი სახელმწიფო იმით არის მდიდარი, რომ ის შედგება სხვადასხვა ჯგუფებისგან, სხვადასხვა შეხედულებების, სხვადასხვა რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებისგან და ჩვენ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. ეს კანონპროექტი, ჩვენი აზრით, იმსახურებს მხარდაჭერას და, შესაბამისად, ვაპირებთ, რომ მას მეორე და თუნდაც მესამე მოსმენითაც დავუჭიროთ მხარი".