გამოდით, გამოდით, გამოდით ქუჩაში... ანუ, დაგვჭირდება თუ არა ხელის გადაგრეხვა?!

გამოდით, გამოდით, გამოდით ქუჩაში... ანუ, დაგვჭირდება თუ არა ხელის გადაგრეხვა?!

თუ ანტიკრიზისული კანონი წარმოდგენილი სახით იქნება მიღებული და დღევანდელი პარლამენტი სექსუალური უმცირესობების უმრავლესობაზე ბატონობას (და არა მათი უფლებების დაცვას, როგორც ამას თავგამოდებით გვიმტკიცებენ, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ნებისმიერი მოქალაქის უფლებები დაცულია და გეებს და ლესბოსელებს ფიწლით და ნაჯახით არავინ გამოკიდებია) დააკანონებს, პროტესტის ნიშნად ქუჩაში პირველი მე გამოვალ და სხვებსაც მოვუწოდებ- ერთად დავიცვათ საკუთარი ერის ღირსება და უარი ვთქვათ თავსმოხვეულ უმსგავსობებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გუშინდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელი პარლამენტი არაფრით განსხვავდება "ნაციონალური" პარლამენტისგან. პირიქით, ზოგიერთ ინიციატივებში უსწრებს კიდეც!
როგორი იარლიყებიც არ უნდა მიაწებონ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც უნდა მოიქცნენ!
საკმაოდ უცნაურად ჯღერს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხმამაღალი განცხადება, რომ საქართველო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება-არმიღებით არჩევანს გააკეთებს რუსეთსა და ევროპას შორის!..
რატომ ბატონო დავით, თქვენ და თქვენი გუნდი ხმის ჩახლეჩამდე ამტკიცებდით (და დღესაც ამტკიცებთ), რომ ევროკავშირი ჩვენი ტრადიციებისთვის უცხო კანონპროექტების მიღებას არ გვაიძულებს. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ რატომ ძაბავთ ხელოვნურად სიტუაციას და რატომ აზიზღებთ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ევროპას ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას?!
სწორად შენიშნა კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა სასულიერო პირმა: ვისგან მოდის ასეთი დირექტივები და რა ისეთი ვალდებულებები გაქვთ აღებული- საზოგადოების  განწყობას გადაუაროთ და ფეხქვეშ გათელოთ უმრავლესობის უფლებები?
თუ კონსტიტუციაში "სექსუალური ორიენტაციის" და "გენდერული იდენტობის" დაფიქსირებით  უზრუნველყოფთ ამ უმცირესობის უფლებას და თავისუფლებას, რატომ არ ფიქრობთ, რომ ამით ყველაზე მეტად იზღუდება უმრავლესობის უფლებები და თავისუფლებები, რომელთათვისაც მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საქართველოში და რისი საჯარო განცხადებაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება განსახილველი კანონის წარმოდგენილი სახით მიღების შემდეგ.
მე ამაყი ვიყავი კომიტეტის სხდომაზე სასულიერო პირების პრინციპული პოზიციით, მაგრამ შემრცხვა კორძაიების და მათი თანამოაზრეების გამო, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ, დავალება შეასრულონ!
მაპატიეთ და მიმიფურთხებია იმ მანდატისთვის, თუკი საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას მაიძულებს!
ბრავო გედევან ფოფხაძეს, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელების სურვილის საწინააღმდეგოდ ღიად განაცხადა, რომ, თუკი არჩევანი დადგება პარლამენტის მანდატსა და მართლმადიდებლობას შორის, აუცილებლად მართლმადიდებლობას ამჯობინებს!
კატეგორიულად არ ვეთანხმები ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაფიქსირებულ მოსაზრებებს, რომ ასეთი შიდა ხელოვნური დაპირისპირებებით უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ნოყიერ ნიადაგს ვუმზადებთ რუსეთს საქართველოში გამოსალაშრებლად და უმჯობესია მასთან ურთიერთობის დარეგულირებით დავკავდეთ, ვიდრე ლგბტ-ს უფლებების კონსტიტუციური გარანტიების შექმნა-არშექმნით.
არა, ბატონებო! ეს თემა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ვინც ამ საცდურებს გვაწვეთებს, სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს მომავალს და მის იდენტობას!
მაშ ასე: თუ დღევანდელი პარლამენტი თავისი ხუშტურების ბოლომდე გატანას შეეცდება და თვალში ნაცარს შეაყრის საზოგადოებას,ელემენტარული ღირსების მქონე ერი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ამით გადაარჩინოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.
 კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ამის აუცილებლობა დადგება,ქუჩაში პირველი მე გამოვალ და ხმამაღლა ვიყვირებ, რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში  მინდა ცხოვრება  და ვინც ამას ხელს შეუშლის, განზე გაიწიოს!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: