დავით ქევხიშვილი:-"-"საკრებულოს გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გავასაჩივრებთ"

დავით ქევხიშვილი:-"-"საკრებულოს გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გავასაჩივრებთ"

   ყვარლის ყოფილი გამგებელი დავით ქევხიშვილი საკრებულოს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით განვითარებული მოვლენების უკან  გარკვეული ძალები დგანან, რომლებსაც სურთ ყვარელში სიტუაციის არევა და დესტაბილიზაცია.

   -"საკრებულოს გადაწყვეტილებას გავასჩივრებთ უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც  ოფიციალურად მივიღებთ საკრებულოსგან დოკუმენტაციას. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დავანახოთ საზოგადოებას ის უსამართლობა, რაც მოხდა. ეს პროცესები არ დაწყებულა ახლა, ეს დაიწყო 3 თვის წინ. არაერთი მცდელობა იყო ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორების, დაწყებული არაერთი გამოძიებით, დამთავრებული თუნდაც იმ ფაქტით, როდესაც პროკურატურა უსაფუძვლოდ ითხოვდა ჩემი უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

   შეგახსენებთ, რომ ქევხიშვილი და 17 პირი-გიორგი დარიაშვილი, მამუკა შაროვი, ნიკოლოზ მესაბლიშვილი, ლევან ხუციშვილი, ვალერი გოგსაძე, ლაშა ყიზილაშვილი, ვანო მალაციძე, სერგო მამაგულაშვილი, ბერდია გეზელიშვილი, ვახტანგ პაპოვი,  შამილ კახიტაევი, მიხეილ მზექალიშვილი, შალვა რცხილაძე, რევაზ ასათიანი, არსენ ნაცვლიშვილი და ილია ბეროშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. 

    ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელთან ერთად დაკავებულ 17 პირს სასამართლომ გირაოს სახით 400-400 ლარის გადახდა დააკისრა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: