ნინო ბურჯანაძე: "ჩვენთვის მთავარია გრძელვადიანი პერსპექტივა და არა ის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გადავარჩინოთ, იმისათვის, რომ მერე ხელისუფლებას ევაჭროს"

ნინო ბურჯანაძე: "ჩვენთვის მთავარია გრძელვადიანი პერსპექტივა და არა ის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გადავარჩინოთ, იმისათვის, რომ მერე ხელისუფლებას ევაჭროს"

   "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა კოალიციის მომდევნო გაფართოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა:

   "ჩვენ გვაქვს ძალიან ჩამოყალიბებული პოზიცია, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდა კონსულტაციები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება, არამედ ის, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს ძალიან ძლიერად შევხვდეთ, ყველა იმ აუცილებელი, თუნდაც მინიმალური ატრიბუტით, კომისიის წევრი იქნება ის, თუ თავისუფალი საეთერო დრო, რომელიც სჭირდება საპარლამენტო არჩევნებს. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ყველა ჩვენი წინადადება განხილული და არა იქედან გამომდინარე, რომ ვინმეს რაიმე ამბიციები აწუხებს. ასე რომ, ვისაც აქვს ხელისუფლებაში მოსვლის  გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გეგმა, ამ ადამიანებს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და არიან ჩვენს კოალიციაში, ვინც შეიცვლის თავიანთ გადაწყვეტილებას, ამაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მთავარია გრძელვადიანი პერსპექტივა და არა ის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გადავარჩინოთ, იმისათვის, რომ მერე ხელისუფლებას ევაჭროს."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: