ეკა ბესელია:-"საფრთხის შემცველ ნორმებს ჩვენ არ ჩავდებთ ამ კანონში"
დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი დაწვრილებით იქნება განხილული სასულიეროპირებსადაუმრავლესობისწევრებსშორის. შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, შეხვედრას მხოლოდ საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
-"გვირჩევნია, ეს შეხვედრა იყოს სასულიერო პირებთან, რადგან სასურველია საუბარი შედგეს იმათთან, რომლებსაც აქვთ შიში და განცდა, რომ ამ კანონში რაღაც ისეთი წერია, რომელიც საფრთხის შემცველია. მათ განვუმარტავთ, რომ საფრთხის შემცველ ნორმებს ჩვენ არ ჩავდებთ ამ კანონში. გარკვეული ცვლილებებიც, რომელიც მეორე მოსმენით მზადდებოდა, ამ კანონში უკვე ასახული იქნება. ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც უნდა შეხვედრა, შევხვდეთ და დაველაპარაკოთ" - აღნიშნა ბესელიამ.