კახა ძაგანია:-"ქვეყანაში, სადაც პროფკავშირები ძლიერია, ინვესტიციებიც უფრო მეტია"

კახა ძაგანია:-"ქვეყანაში, სადაც პროფკავშირები ძლიერია, ინვესტიციებიც უფრო მეტია"

   "მემარცხენე ალიანსი" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

   "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის კახა ძაგანიას თქმით ეს საკანონმდებლო ინიციატივა ეხება პროფკავშირებს, რომელსაც შესაბამისი საკანონმდებლო მხარდაჭერა არ აქვს და მეტ ყურადღებას საჭიროებს. მისივე განცხადებით საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირებისთვის უფლებების გაზრდას ისახავს მიზნად.

   -"ვფიქრობთ რომ პროფკავშირებს მეტი ყურადღება სჭირდებათ სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან. რომ ჩაიხედოთ  კანონმდებლობაში, რომელიც შეეხება "პროფკავშირების შესახებ კანონს", პრაქტიკულად, არაფრისმთქმელი აკნონი არის  და ის  უბრალოდ ვალდებულების მოხდის მიზმნით არის შექმნილი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებს აჩვენონ, რომ არსებობს ასეთი კანონი.

   გამოვდივართ საკანონმდებლო ინიციატივით, გაეზარდოს უფლებები პროფკავშირებს. ყველა დაწესებულებაში, სადაც 50-ზე მეტი მშრომელი არის დაკავებული,  სავალდებულო წესით შეიქმნას პროფკავშირები. პროფკავშრებს უფლება მიეცეთ შევიდნენ ეკონომიკური თვალსაზრისით და ჯარიმა გამოუწერონ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არღვევენ როგორც სახელმწიფო კანონმდებლობას, ისე მშრომელთა უფლებებს. ასევე, აუცილებელია დაცული იყო შრომის კანონი და ეს მათი ფუნქცია და ვალდებულება უნდა იყოს. პროფკავშირებს უნდა შეეძლოს საწარმოების , რომლებიც  არა ასრურულებენ კანონმდებლობას, თაღლითობენ და არაკეთილსინდისიერები არიან დამსაქმებელთა მიმართ, ჯარიმაზე გაყვანა, შემდეგ დახურვა , დაკეტვა, ანულირება და ლიკვიდაცია. 

   პროფკავშირები ინვესტიციების მოზიდვას ხელს არ შეუშლის. იმ ქვეყანაში, სადაც პროფკავშირები ძლიერია, ინვესტიციებიც უფრო მეტია"-აცხადებს კახა ძაგანია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: