ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ადამიანებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ადამიანებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს შრომის საერთაშორისო დღე მიულოცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, აქამდე არსებული შრომის კოდექსი მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებზე იყო მორგებული, იგი, პრაქტიკულად, კაბალურ პირობებში აგდებდა დასაქმებულს.

"ახლა ჩვენ გვაქვს შრომის კოდექსი, რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. მაშინ, როცა ჩვენ მივისწრაფვით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობისკენ, ასეთი ცვლილება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მაგრამ აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მხოლოდ კანონი ვერ იქნება ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების გარანტი. შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა  პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სპეციალური საზედამხედველო სამსახურის შექმნაზე, რომელიც კიდევ ერთი მექანიზმი იქნება ღირსეული, ჯანსაღი უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველსაყოფად,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: