სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქმიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფება. პატრიარქმა თურქეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა არდაშენში მცხოვრებ ლაზებთან, რის შემდეგაც ტრაბზონში გაემგზავრა.
დღეს კი ილია მეორე შეხვედრები ანკარაში აქვს დაგეგმილი.