მაშველებმა ხევში ჩავარდნილი პოლონეთის მოქალაქე დლუზნიაკ რობერტმარიანი ამოიყვანეს

მაშველებმა ხევში ჩავარდნილი პოლონეთის მოქალაქე დლუზნიაკ რობერტმარიანი ამოიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ მაგისტრალთან ხევში ჩავარდნილი პოლონეთის მოქალაქე დლუზნიაკ რობერტმარიანი ამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სტეფანწმინდა-გუდაურის გზაზე, ხეობაში ჩავარდა მოქალაქე, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამორიგეო განყოფილების სამაშველო ჯგუფი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე.

სამთო-სამაშველო ოპერაცია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. სამაშველო ჯგუფმა დაშავებული პიროვნება დროულად ამოყვანა. დლუზნიაკ რობერტმარიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: