არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ
"არასამთავრობო სექტორის ამოცანა არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაა. აბსოლუტურად მიუღებელია მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული, დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო განცხადებები. _ ამის შესახებ განცხადება ლაშა ტუღუშმა "პირველის" პრესკლუბში გააკეთა. ტუღუშის განცხადებით, პრემიერის განცხადების გამო შესაძლოა ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწიოს.
" არ შეიძლება, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მოწადინებულია, ქვეყანაში იყოს დაცული ადამიანის უფლებები, დაინტერესებულია ქვეყანაში განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები, უწოდო ძირგამომთხრელი", _ განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი კამპანია ,,ეს შენ გეხებას" შესახებ განაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია.