„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ანტისდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. პროექტში ცვლილებები მესამე – რედაქციული განხილვის პროცესშიც აისახა. 

კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვ. 

კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. 

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კი გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებდა.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: