თამთა დემურიშვილის თვალით დანახული „მეორე მხარე“!

თამთა დემურიშვილის თვალით დანახული „მეორე მხარე“!

   "ტვ-3"-ის ახალი პროექტი. 

   თამთა დემურიშვილი მაყურებლის წინაშე ახალი ამპლუით წარსდგება.

   "მეორე მხარე" _ ასე ერქმევა გადაცემას, რომლის ავტორიც და წამყვანიც თამთა იქნება. გადაცემა სოციალური და ჯანდაცვის სფეროს პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.

   პირველ გადაცემაში ნაჩვენები იქნება თუ როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. როგორ ხედავენ მათ პრობლემებს მერობის კანდიდატები და რას პირდებიან მომავალში. გადაცემის მიზანია იყოს მედიატორი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. 

 

გიორგი საკარული

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: