რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს დონაძე და იქნება თუ არა ეს სკანდალი?

რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს დონაძე და იქნება თუ არა ეს სკანდალი?

   გურამ დონაძე "ფეისბუქზე" სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება. 

   "ძალიან მიმძიმს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ რაიმეს თქმა, მაგრამ უკვე იძულებული ვარ, პირველ რიგში, ბუტას ოჯახს უდიდესი თავმდაბლობით მივმართო.

   წლების განმავლობაში, ბატონებო, თქვენ და საზოგადოება ეძებდით სიმართლეს და ითხოვდით საქმის ხელახალ გამოძიებას. დიახ, თითქმის ყოველდღე ითხოვდით დამნაშავეების დასჯას და დღემდე დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილი პატრულმა "დახვრიტა"(ეს თქვენი უფლებაა), ხოლო საქმე გაყალბდა.

პატივცემულებო, ახალმა ხელისუფლებამ საქმე "გამოიძია" და 6 ადამიანი 2012 წლის ნოემბერში საბრალდებო სკამთან მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ საქმის სრული გამოძიება 2013 წლის აპრილში დასრულდა. თუმცა დღეს 2014 წლის მაისია და დღემდე არსებითი განხილვის თითქმის არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა(თუ არ ჩავთვლით დღევანდელ სხდომას, სადაც ჩემი შუამდგომლობა პასპორტის დაბრუნების საკითხზე იხილებოდა და ესეც იმიტომ, რომ შუამდგომლობის 10 დღიანი ვადა კანონის მიხედვით იწურებოდა).

   მომდევნო სხდომა 21 მაის ჩაინიშნა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ეს სხდომაც ისევე უვადოდ გადაიდება, როგორც სხვა დანარჩენი დღემდე. გამოძიება საქმეში პროკურორს ცვლის და ახლა მათთვის გონივრული ვადა, მასალების გაცნობისთვის, კიდევ რამდენი ხანი იქნება, არავინ იცის....

არავის გაინტერესებთ, რა ხდება ამ საქმეზე.

არავის განტერესებთ, რატომ იცვლება საქმეზე პროკურორი(ნ. სონღულაშვილი).

არავის გაინტერესებთ სიმართლის დადგენა. 

არავის გაღელვებთ ახლა უდანაშაულო ბუტას მკვლელობა. 

არავის გიჩნდებათ კითხვა, რატომ არ იმართება სასამართლო სხდომები წელიწადზე მეტია.

არავის განტერესებთ, სად არიან ის მოწმეები, რომლებმაც საქმე კბილაშვილის დროის გამოძიებას ჩვენების შეცვლის შემდეგ თავზე დაანგრიეს.

არავის გინდათ, იცოდეთ სიმართლე, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა(თუ ასეთი მართლაც მოხდა),

არავის გაინტერესბთ სად გააქრო კბილაშვილის ყოფილმა უწყებამ FBI - ის დასკვნა, რომ კადრები უწყვეტია და იარაღები ნაპოვნია იქამდე სანამ ბუტა ცოცხალია...

არავის გაინტერესებთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც FBI - ის იდანტურია,

არავის გაინტერესებთ...

ამ ყველაფრის გამო ვიღებ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომელსაც საჯაროს რამდენიმე დღეში გავხდი..."- წერს დონაძე. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: