საქართველოში ამოუცნობი ვირუსი დაფიქსირდა!

საქართველოში ამოუცნობი ვირუსი დაფიქსირდა!

   ამოუცნობი ვირუსული ინფექცია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა-საქართველოშია!

   ქართველი სპეციალისტები ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ დაადგინონ, რა სახისაა უცხო დაავადება, რომლითაც საქართველოში სამი ადამიანი დაინფიცირდა. საბედნიეროდ ლეტალური შედეგით არც ერთი შემთხევა არ დასრულებულა. ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

   მათი მონაცემებით, უკვე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ეს არის ამოუცნობი ვირუსული ინფექცია, რომელიც მანამდე არსად, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. წინასწარი კვლევების მიხედვით გაირკვა, რომ ის ძალიან ჰგავს "ყვავილის" სახელით ცნობილ ვირუსს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით სრულდებოდა.

   "აღნიშნული ვირუსის აღმოჩენა ძალაინ მნიშვნელოვანია, ვინაიდან "ყვავილის" ოჯახის ვირუსების ბიოლოგიურ იარაღად გამოყენებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ ამჟამად ადამიანებს არა აქვთ იმდენად ძლიერი იმუნური სისტემა, რომ ვირუსის გამკლავება შესძლონ. და თუკი ეს ახალი ვირუსი მიწისქვეშა ლაბორატორიებში მოხვდება და მას გარკვეული მანიპულაციები ჩაუტარდება, შესაძლებელია იგი ბიოლოგიურ იარაღადაც კი იქნეს გამოყენებული", - აცხადებს ჯულიეტ მორგანი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რათა ქართველ კოლეგებთან ერთად დაადგინოს რა სახის არის ახლადაღმოჩენილი ვირუსი.

   აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე უცნობი ინფექცია ბოლომდე გამოკვლეული არ არის და სპეციალისტებს დაავადების თანმდევი შედეგების სიმძიმის პროგნოზირება ამ ეტაპზე ძალიან უჭირთ. ვინაიდან ძნელი ამოსაცნობია როგორ გააგრძელებს ვირუსი შემდგომ მოქმედებას, ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები აგრძელებენ კვლევის პროცესს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე.

   "ივერიონი" კვლევის ცენტრს დაუკავშირდება და უახლეს ინფორმაციებს პერიოდულად მიაწვდის მკითხველს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: