მარკუს მეტრეველი:-"იყავით თავისუფალი და არა ზოგიერთი განწირული ტრადიციის ჭირისუფალი"

მარკუს მეტრეველი:-"იყავით თავისუფალი და არა ზოგიერთი განწირული ტრადიციის ჭირისუფალი"

   რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ანტიდისკრიმინაციულ კანონზე? "ივერიონი" ამ თემასთან დაკავშირებით მარკუს მეტრეველს გაესაუბრა. 

-რას ფიქრობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე?

-ვფიქრობ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, აუცილებელი იყო თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებები. 

-ალბათ მთავრობაც მასე ფიქრობდა და თხოვნის მიუხედავად არ გადაავადა კანონის მიღება.

-და რატომ უნდა გადაევადებინა? ადამიანისთვის უფლება უნდა იყოს დაცული  და არა დაპაუზებული ...

-რას უნდა ველოდეთ 17 მაისს? როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 17 მაისს დაგეგმილია 30 000 კაციანი აქცია ლოცვით, როგორ ავიცილოთ დაპირისპირება?

-რაც შეეხება 17 მაისს, ლოცვა არ უშველის ადამიანის გენეტიკას, ადამიანი იბადება ინდივიდი, როგორც ფიზიკური განსხვავებებით, ნაკლოვანებებით, ასევე ორიენტაციით  და ეს არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. რათქმა უნდა არ ვარ მომხრე, რომ მოხდეს პირადი ცხოვრების პროპაგანდა საზოგადოებაში და განსხვავებული ორიენტაციის აფიშირება საზოგადოდ თუ  როგორ ვიღებთ სიამოვნებას ჩვენს ლოგინში, ეს არის ყველა ადამიანის პირადი, და პირადი უნდა იყოს პირადი... რაც შეეხება მღვდლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ პატივს ვცემ მხოლოდ იმიტომ, რომ ემსახურებიან უფალს, ჩემთვის მიუღებელია მათი აგრესია განსხვავებულის მიმართ, მიუღებელია მათი მოქმედებები "ტაბურეტკებით" ხელში რომ მისდევენ ჩასაქოლად, ეს ჩემთვის მიუღებელია. იყავით თავისუფალი და არა ზოგიერთი განწირული ტრადიციის ჭირისუფალი".

აკაკი წოწონავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: