ქართველი სამშვიდობოები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

ქართველი სამშვიდობოები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის, 300 ქართველი სამხედრო დღეს,  ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

სამხედროებმა, ავღანეთში, ISAF-ის მისიის ფარგლებში დაკისრებული მოვალეობა, 7 თვის განმავლობაში წარმატებით შეასრულეს.

სამშვიდობოებს ალექსეევკას აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური,  ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდნენ. 

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ს საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელეს. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდება. ბატალიონის სრული შემადგენლობა საქართველოში მიმდინარე თვის ბოლომდე დაბრუნდება. ისინი ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.                                                                                                    

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: