ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს
ქუთაისის აწ უკვე მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი შოთა მურღულია, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და თანამდებობა დატოვა. ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს. მერის სავარძელი ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა დაიკავა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეინარჩუნებს.
2014 წლის 15 ივნისს კი ქუთაისი ახალ მერს აირჩევს.