რას უკავშირდება ილხამ ალიევის ვიზიტი თბილისში?

რას უკავშირდება ილხამ ალიევის ვიზიტი თბილისში?

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი საქართველოშია. თურქ და ქართველ კოლეგასთან ერთად დღეს "თბილისი სამიტი 2014"-ში მიიღებს მონაწილეობას. ილხამ ელიევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ.
სამიტზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
პრეზიდენტი ალიევი საქართველოს დღესვე დატოვებს.
გიორგი საკარული



 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: