უჩა ნანუაშვილი : ნებისმიერი ფარული მიყურადების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მითუმეტეს, როცა საუბარი ეხება მედიასაშუალება

უჩა ნანუაშვილი :  ნებისმიერი ფარული მიყურადების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მითუმეტეს, როცა საუბარი ეხება მედიასაშუალება

"რა თქმა უნდა, ნებისმიერი უკანონო მიყურადება არის უკანონო, მაგრამ როცა საუბარია მედიასაშუალების საქმიანობაზე, ეს განსაკუთრებით სენსიტიურია და ამ მხრივ აუცილებელია დაუყოვნებლივ ეფექტური გამოძიების დაწყება, ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც შესაძლოა წარმოიშვას ამ საკითხთან დაკავშირებით" – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ის დაინტერესდება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების საქმით. 

" ნებისმიერი ფარული მიყურადების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს ეს პროცესი, მითუმეტეს, როცა საუბარი ეხება მედიასაშუალებას". -  განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროს შსს დაასახელა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: