ვახტანგ ჟორდანია:-"ისევ ის ხალხი უსმენს, ვისაც თავად ასწავლეს მოსმენა და თვალთვალი"
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა წინა წლებში მისი "არც თუ პასუხისმგებლობიანი დამიკიდებულებისთვის ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით" . გვარამიას დღევანდელ განცხადებას ტელეკომპანიაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების თაობაზე "არასაპარლამენტო ოზოზიციაში" შემავალი "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვახტანგ ჟორდანია გამოეხმაურა.
-"მათ მიერ დანერგილი მეთოდია, ამას თავად გვარამიაც აღიარებს და ბოდიშს იხდის. სამწუხაროდ თავიანთივე დასპეციალიზირებული კადრები აგრძელებენ მუშაობას. დღეს რომ გამოდიან და ლაპარაკობენ, გვისმენენო, ისევ თავიანთი ხალხი უსმენს, ისინი, ვისაც ასწავლეს მოსმენა და თვალთვალი. თუ ასე განიცდიან ამ საკითხს, მაშინ დაასახელონ ის კადრები, ვინსაც ასწავლეს და არამგონია არ გაითვალისწინოს ამ მთავრობამ. მითუმეტეს დღევანდელი კანონმდებლობით თვალთვალი და მიყურადება კანონით დასჯადია, თუ ამაზე არ არსებობს სათანადო სასამართლო გადაწყვეტილება.
თუ ის, რაც დღეს გვარამიამ განაცხადა სიმართლეა, ისევ თავიანთი ხალხი უსმენს. გაიხსენეთ მაგათი ყოფნის დროს ერთმანეთს უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, ეტყობა ერთმანეთის ნდობა დაკარგეს. თუ ესე არ არის, თქვან!