გიორგი ლაღიძე: თუ ამ ხელისუფლებამ იგივე ხერხით გააგრძელა მოღვაწეობა, ხალხი აუცილებლათ ეტყვის _ არას!

გიორგი ლაღიძე: თუ ამ ხელისუფლებამ იგივე ხერხით გააგრძელა მოღვაწეობა, ხალხი აუცილებლათ ეტყვის _ არას!

პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი და თბილისის მეორბის კანდიდატი გიორგი ლაღიძე "რუსთავი 2"-ის ოფისში დამონტაჟებულ ფარულ ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კომენტარს აკეთებს.
"ის, რაც დღეს "რუსთავი 2"-მა განაცხადა, ცალსახად დასაგმობი ფაქტია. შესაძლოა ვიღაცას არ მოსწონდეს ეს ტელევიზია და ამით გაამართლოს ეს ქმედება, მაგრამ ამ ფაქტს გამართლება ნამდვილად არა აქვს.
წინა ხელისუფლება საზოგადოებამ გაისტუმრა და უარი თქვა ტერორსა და უსამართლობაზე და თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ იგივე ხერხით გააგრძელა მოღვაწეობა, მერწმუნეთ, რომ ხალხი სულ მალე ამათაც ეტყვის _ არას!" _ აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.
გიორგი საკარული


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: