ნინო მიქიაშვილი:-"მზად ვართ, ყველაზე კომფორტული კარავი დავუთმოთ ოდიშარიას!"

ნინო მიქიაშვილი:-"მზად ვართ, ყველაზე კომფორტული კარავი დავუთმოთ ოდიშარიას!"

   "საყდრისის  გადარჩენის კომიტეტის" წევრმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, დღეს, "რეპორტრიორის" პრესკლუბში გამარულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს  საყდრისში  არსებული მდგომარეობა  გააცნო და განაცხადა, რომ კულტურის მინისტრთან შეხვედრა ვერ მოხერხდა.

   -"ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ და ვიცავთ საყდრისს ნგრევისგან.  მზად ვართ,  შევაკვდეთ და  არ დავანგრევინოთ  საყდრისი! ამ დროისთვის,  5 კაცია ასული ბორცვზე და ბუჩქებს და ხეებს ჭრიან, მძიმე ტექნიკა  ამ დროისთვის იქ არ  დგას, თუმცა არ ვიცით შიგნით რა ხდება. გუშინწინ დაახლოებით 17 ადამიანი იყო ჩამოსული, დარწმინებული ვართ, ეს ადამიანები,  ის უცხოელი ექსპერტები იყვნენ, რომლებიც ბატონმა ნიკოლოზ ანთიძემ ჩამოიყვანა. გავინტერესებს,  ამ საკითხთან დაკავშირებით, არის თუ  არა საქმის კურსში,  ბატონი გურამ ოდიშარია, რაგანაც იმის საპირისპირო ხდება, რასაც ის გვპირდებოდა. მასთან შეხვედრაც ვცადეთ, მაგრამ როგორც სამინისტროში ვითხრეს, მას ჩვენთან შესახვედრად დრო არ აქვს, ამიტომ  მივმართავ  პრესკლუბიდან  მივმართავ ბატონ  ოდიშარიას - თუ თქვენ მართლა გინდათ, საყდრისი დაიცვათ და ამას თქვენი სავარძლიდან ვერ აკეთებთ,  ჩვენ მზად ვართ, ყველაზე კომფორტული კარავი დაგითმოთ და ჩვენთან ერთდა დაიცავით საყდრისი!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: