ია ანთაძე:"მჯერა - არ მჯერა" -ს თამაში გრძელდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, "ნაციონალურ მოძრაობისთვის" საარჩევნო ნომრად „5“ -ის რეგისტაციაზე უარის თქმის ფაქტს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ია ანთაძე ეხმაურება.
მისი თქმით, ის რაც 2010 წელს სხვა კოალიციებისთვის დასაშვები იყო, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციისთვის დაუშვებელი გახდა.
„აი, კიდევ ახალი საეჭვო და საჭოჭმანო თემა: „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს ნომერ "5"-ს. ის, რაც 2010 წელს სხვა კოალიციებისთვის დასაშვები იყო, დღეს დაუშვებელი გახდა „ნაციონალური მოძრაობის" კოალიციისთვის. ცესკოსაც აქვს თავისი სიმართლე, კოდექსის რომელიღაც ნორმიდან გამომდინარე.
რასთან გვაქვს საქმე - კანონმორჩილებასთან თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან? "მჯერა - არ მჯერა"-ს თამაში გრძელდება“, - წერს ანთაძე facebook - ის საკუთარ გვერდზე.