თბილისის მოდის კვირეული დაიწყო
ერთწლიანი პაუზის შემდეგ „Tbilisi fashion week”-ი კვლავ განახლდა და 6-დან 10 მაისის ჩათლით ჩვენებები „ვარდების ბაღში“ გაიმართება. პრესკონფერენციაზე ყველა ის მოდის კრიტიკოსი და დიზაინერი იყვნენ, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობას იღებენ.
თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა. კოლექციას ავთო ცქვიტინიძე, მოდის სახლი „მატერია“, დათუნა სულიკაშილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი და ბევრი სხვა დიზაინერი წარმოადგენენ.
მოდის კვირეული სიახლეებით იქნება დატვირთული. წელს საზოგადოებისთის უცნობი დიზაინერებიც გამოჩნდებიან და თავიანთ კოლექციას უჩვენებენ დამსწრე საზოგადოებას. 10 მაისს კი დამწყებ დიზაინერთა კონკურსი გაიმართება, რომლის ჟიურიშიც უცხოელი სტუმრები იქნებიან, მათ შორის იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი.
გიორგი საკარული