დღეს თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა

დღეს თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა

  დღეს თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა. მათ შორის თბილისში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული გამზირის მონაკვეთს "ქართულ – ამერიკული მეგობრობის გამზირის" სახელი მიენიჭა. ამგვარი სახელწოდების თბილისის რომელიმე ქუჩისთვის მინიჭების ინიციატივით თბილისის საკრებულოს მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ამერიკის მეგობართა კლუბი".

   -"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დიდ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ამერიკის მთავრობამ და ამერიკელმა ხალხმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და განაგრძობენ ამ მიმართულებით დახმარებას. შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთგული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორი. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის სადემონსტრაციოდ თბილისში არსებობდეს ქართულ – ამერიკული მეგობრობის გამზირი", – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: