რას დაადასტურებს პროკურატურა პასუხგაუცემელი კითხვებით?

რას დაადასტურებს პროკურატურა პასუხგაუცემელი კითხვებით?

   "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ თუ პროკურატურა "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც პასუხგაუცემელ კითხვებს დატოვებს, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისია, რომ ,,ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" დუბლ შემადგენლობაა.

    -,,რუსთავი-2-თან" დაკავშირებული სკანდალი, ალბათ, არანაირად არ შეცვლის წინასარჩევნოდ პოლიტიკურ ძალთა რეიტინგებს.  დავიწყოთ იქედან, რომ ნაციონალურ მოძრაობას  არ გაუჭირდებოდა საარჩევნოდ ასეთი სცენარის დადგმა და, რომ მათ ამ პერიოდში  კიდევ სხვა,  დიდი თუ პატარა სკანდალები აქვთ დაგეგმილი ამაზე თუნდაც მათთვის,  საარჩევნო ნომრის მიცემა-არმიცემაზე ატეხილი ვაი-ვიშვიშიც  მეტყველებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ არ იცოდნენ, თუ რა იურიდიული შედეგი მოჰყვებოდა მათსა და მალაშხიას შორის საარჩევნო ბლოკის გაფორმებას. ხოლო თუ ,,რუსთავი-2-ზე" უკანონო ან სანქცირებულ მიყურადება  მართლაც ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული, ამ შემთხვევშიც, "ნაციონალების" დისკრედიტაციის ხარისხი საზოგადოებაში  იმდენად მაღალია, რომ ეს ფაქტი მათ საარჩევნო რეიტინგს არაფერს შემატებს.

   რაც შეეხება ხელისუფლებას, ვერც იმას ვიტყვი, რომ მათ შერცხვებოდათ და ასეთ საქციელს ვერ ჩაიდენდნენ ან არ იკადრებდნენ. მართალია, ეს სკანდალი  მათ საარჩევნო რეიტინგს უმნიშვნელოდ დააზარალებს, მაგრამ წინასაარჩევნოდ,  ოცნების ხელმძღვანელი სტაფის ქმედებები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, ისინი შეგნებულად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ,,ქართული ოცნების" დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

თუმცა, ეს მათი პრობლემაა და არა საზოგადოების.

   საკითხი ძალიან მარტივად დგას - ან  შსს უკანონოდ ახდენდა მოსმენასა და თვალთვალს ან  შსს სასამართლოს სანქციით კანონიერად უსმენდა და უთვალთვალებდა ,,რუსთავი-2-ს", ანდა, ეს ქმედება თავიდანვე იყო დაგეგმილი და შემდეგ რეალიზირებული ნაციონალური მოძრაობის მიერ.

   სამივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რამდენად ობიქტურად და სწრაფად მოახდენს ამ საქმის გამოძიებას.

   არჩევნების წინ ასეთი სკანდალი ხელისუფლებას თვითონ არ უნდა აწყობდეს და თუ  პროკურატურა ისევ დატოვებს პასუხგაუცემ კითხვებს, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისია, რომ ,,ქართული ოცნება" ნაციონალური მოძრაობის დუბლ შემადგენლობაა და სხვა არაფერი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: