ცესკოს განცხადება მაუწყებლებში სუბიექტებისთვის უსასყიდლოდ გამოყოფილი სარეკლამო დროის შესახებ

ცესკოს განცხადება მაუწყებლებში სუბიექტებისთვის უსასყიდლოდ გამოყოფილი სარეკლამო დროის შესახებ

  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის 62 პუნქტში აღნიშნულ მაუწყებლებს შეახსენებს, რომ ყველა ის მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტებმა შეიძინეს სარეკლამო დრო,  ვალდებულია 8 მაისის ჩათვლით ცესკო-ს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ.

   აგრეთვე, აღნიშნულმა მაუწყებლებმა ცესკო-ს და კომუნიკაციების ერუვნულ კომისიას უნდა აცნობონ საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის 61 პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე.

   საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას ცესკო, ერთი დღის ვადაში აქვეყნებს უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: