გიხაროდეთ ლიბერასტებო, გეშინოდეთ მართლმადიდებლებო, ანუ "დააობლებს" თუ არა რუსეთს პუტინი?!
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბერასტული სამყაროს ერთადერთ საპირწონეს - რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სარკომა გაურთულდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ინფორმაციის წყაროდ კარპატებში მოღვაწე ერთ-ერთი სასულიერო პირი სახელდება.
აღნიშნულმა ინფორმაციამ ანტიპუტინისტურ ძალებში აღტაცება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ "მტკიცე ხელის" გარეშე დარჩენილი რუსეთი, თანამედროვე ტერმინებით თუ ვიტყვით, უცებ ჩამოიშლება და გლობალისტურ (ანტიმართლმადიდებლურ) ძალებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ მართლმადიდებელი სამყაროს უფრო ადვილად მოსანელებლად.
ცხადია, დიდია პიროვნების როლი გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, განსაკუთრებული მისიის შესრულება უწევს, მაგრამ ასეთი ადამიანები იმ დროს და იმ ადგილზე ჩნდებიან, როდესაც და სადაც ამის აუცილებლობა არსებობს!
წარმოვიდგინოთ, რა იქნება თანამედროვე რუსეთი პუტინის გარეშე - რა ელოდება მას, თუ მოარული ხმები სინამდვილეს შეეფერება და პუტინის დღეები, როგორც იტყვიან, დათვლილია?! არის თუ არა რუსეთში ჩამოყალიბებული მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებზე არ არის ჩამოკიდებული?
დაბეჯითებით არავინ იცის, სინამდვილეში როგორია რუსეთის არაორდინალური ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა (არ არის გამორიცხული, ასეთი ჭორები შეგნებულად ვრცელდება) არც ის არის ცნობილი, ვის მოიაზრებს პუტინი საკუთარ მემკვიდრედ, მაგრამ ერთის თქმა უყოყმანოდ შეიძლება: ასეთი ფიგურები შემთხვევით არ ჩნდებიან და თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაცდა კრიტიკულია, ეს იმის სიგნალი იქნება, რომ ანტიქრისტეს ხილული სახით დედამიწაზე ბატონობა გადამწყვეტ ფაზაში გადადის...
გიხაროდეთ ლიბერასტებო, გეშინოდეთ მართლმადიდებლებო!