დავით თარხან-მოურავი: ,,არჩევნები ჯერ არ დაწყებულა და უკვე გაყალბებულია!“

დავით თარხან-მოურავი: ,,არჩევნები ჯერ არ დაწყებულა და უკვე გაყალბებულია!“

  დღეს ,,თბილისი მერიოტში“   ,,პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი დაასახელა. პრესკონფერენციაზე აგრეთვე განიმარტა იმ  წინასააჩევნო პროგრამის შინაარსი, რომელსაც ,,პატრიოტთა ალიანსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განახორციელებს.

  გვესაუბრება „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი.

-         - ბატონო დავით, რა კრიტერიუმით შეირჩა ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი?

მერი უნდა იყოს უშიშარი, მოსახლეობას სჭირდება ისეთი მერი, ვინც იქნება იმის გარანტი, რომ არჩევნებს ვერ გაუყალბებენ. ირმა ინაშვილი ჩვენი თანამებრძოლია. 1 წელია ჩვენი პარტია არსებობს და მის წევრებს ერთიანი, გუნდური თვალთახედვა ჩამოგვიყალიბდა. ინაშვილის თბილისის მერობის კანდიდატად შერჩევაც სწორედ ამ გუნდური გადაწყვეტილების შედეგია.

-         - რას ითვალისწინებს თქვენი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა და აქვს თუ არა დედაქალაქს მისი განხორციელებისთვის ფინანსური რესურსი?

ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის შინარსი ასეთია:

  • ყოველ წელს 200 ბინა გადაეცემა ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს. მათ არ ექნებათ ქუჩაში დარჩენისა და გაყინვის საფრთხე.
  • ყველამ ვიცით, ჩვენს ქვეყანაში ჯამნრთელობის დაზღვევა არ არის სტანდარტის შესაბამისი. ბევრი ადამიანი ვერც გრძნობს მის არსებობს. ჩვენ შევქმნით 25 უფასო მუნიციპალურ პოლიკლინიკას, სადაც ადამიანებს გაეწევათ ყველანაირი აუცილებელი სამედიცინო დახმარება.
  •  ხელს შევუწყობთ მინი და მიკრო ბიზნესის განვითარებას. მერიის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც წელიწადში 200 ადამიანს  დაეხმარება უპროცენტოდ და გირაოს გარეშე. ეს ფონდი გასწევს  კლიენტის ბუღალტრულ უზრუნველყოფას და  8-10 წლის განმავლობაში  თანხას ფონდში დააბრუნებინებს.
  •  წელიწადში 5000 ადამიანს მოვამზადებთ ინტერნეტსივრცეში პროგრამირებისთვის, რათა მათ შეძლონ მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხეში.
  • სოციალური ხელშეწყობა - 1. ,,შიმშილის ლიკვიდაცია“  (თბილისსა და სხვა ქალაქებში გაიხსნება უფასო სასადილოები. მსურველს საჭმლის შინ  წაღებაც შეეძლება. ( ეს ღატაკი ფენისთვის)).  2. საათში ერთხელ თბილისში იმოძრავებს მწვანე ავტობუსი და უფასოდ მოემსახურება მსურველს.  3. გაჭირვებულთათვის სამოსი იქნება უფასო.

   რა თქმა უნდა, თბილისს აქვს ამის განხორციელების უნარი!  მისი ბიუჯეტი 800 მილიონია და ჩვენი პროგრამის  განხორციელებას  მისი 30% სჭირდება.

-         - აქვს თუ არა ,,პატრიოტთა ალიანსს“ ამბიცია გახდეს მესამე პოლიტიკური ძალა?

რატომ უნდა გახდეს მესამე და არა პირველი?!  მაჩვენეთ სხვა პარტია, რომელსაც ჩვენზე მეტი უაქტიურია ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ვინ არის პირველი, მეორე და მესამე, მალე დავინახავთ!

-         - არსებული რეალობიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში?

სააკაშვილის რეჟიმთან შედარებით, სიტყვის თავისუფლების მხრივ,  ბევრად უკეთესი მდგომარეობაა;  მართალია, ციხეებში ხალხს არ აუპატიურებენ , მაგრამ სრული ქაოსია;  იმ კანონების მიღებით, რომლებიც ქართულ აზროვნებას ეწინააღმდეგება, უარყოფითად ვაფასებ.

-        -  ეს არჩევნებიც ძველი საარჩევნო სიებით ჩატარდება, ზოგადად, უწყობს თუ არა ეს ფაქტი ხელს  არჩევნების გაყალბებას?

ჯერ არ დაწყებულა არჩევნები და უკვე გაყალბებულია!  საქართველოში არ ცხოვრობს  3, 5 მილიონი ადამიანი, როგორც სააკაშვილი გვაბოლებდა. ამას ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ ეთანხმებოდნენ, ახლა, როგორც ჩანს, თავადაც აწყობთ.

 

                                                                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: