ვახტანგ ჟორდანია:-"ჩვენ ნოე ჟორდანიას დაფუძნებული პარტიის სამართალმემკვიდრეები ვართ"
"არასაპარლამენტო ოპოზიციას" "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია" შეუერთდა. პარტიის ლიდერის, ვახტანგ ჟორდანიას განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში ეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელთანაც საერთო ხედვები გააჩნით და სჯერა, რომ მათ ერთად შეუძლიათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში რეალური ცვლილებები შეიტანონ.