პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და განცხადება გაავრცელა:
"2014 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე",-ნათქვამია განცხადებაში.