დავით იაკობიძე: ,,თბილისის მერობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ლორთქიფანიძესა და ნარმანიას შორის იქნება!"

დავით  იაკობიძე:  ,,თბილისის მერობისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ლორთქიფანიძესა და ნარმანიას შორის იქნება!"

   წინასაარჩევნო გარემოსა  და საქართველოს დღევანდელი  ფინანსური პოლიტიკის შესახებ ,,ივერიონს" ყოფილი  ფინანსთა მინისტრი  დავით იაკობიძე ესაუბრა. 

   -ბატონო დავით, თქვენ წინა ადგილობრივი თვითმმართველობის აჩევნებზე კენჭს იყრიდით, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ადრინდელ და დღევანდელ საარჩევნო გარემოს შორის, რამდენად კონკურენტუნარიანია ეს გარემო? შეიძლება ითქვას, საარჩევნო გარემო დღეს უფრო კონკურენტუნარიანია. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ყველაფერი მონოპოლიზებული იყო.

როგორც წესი, 2 ათაეულ წელზე მეტია, ყველა დონის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დავით ნარმანიას თბილისის მერობა გარანტირებული აქვს?

   -ცალსახად ძნელია იმის თქმა, პირველ ტურშივე გაიმარჯვებს თუ არა დავით ნარმანია. მას დიდი ბრძოლა მოუწევს გამარჯვებისთვის. მმართველი პარტიის  წევრობა დღეს უკვე ამის გარანტიას არ იძლევა.

საპრეზიდენტო არჩევნებში  ,,ნაციონალურმა მოძრაობამ"  საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. როგირც იტყვიან,  ,,ნაბან წყალს ბავშვი გადააყილესო",  ბურჯანაძის ფაქტორმა ,,ნაციონალებს" ერთადერთი ოპოზიციის სტატუსი შეუნარჩუნა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  ,,შეინარჩუნებს თუ არა  ,,ნაციონალური მოძარაობა" საპატიო მეორე ადგილს?

საზოგადოების დღევანდელი განწყობით თუ ვიმსჯელებთ, ,,ნაციონალებს"  შანსი არ აქვთ!  ლორთქიფანიძე-ნარმანიას შორის გამარჯვებული გახდება თბილისის მერი!

   -რატომ ვერ გაერთიანდა ქართული ოპოზიციური სპექტრი საერთო თბილისის მერობის კანდიდატის გარშემო.  ყველა ,,ვიღაცის"  თამაშს ხომ არ თამაშობს?

რომ გაერთიანებულიყვნენ, მაშინ ითამაშებდნენ. ბიძინა ივანიშვილმა რომ ძიძიგური -რესპუბლიკელები გააერთიანა, ამას თამაში არ ჰქვია?

თქვენ  ედუარდ შევარდნაძის მთავრობის  ფინანსთა მინისტი იყავით.  რამდენად მოქნილი და მობილურია დღევანდელი საფინანსო სისტემა და რაზეა ორიენტირებული ქართული ეკონომიკა?

   -სამწუხაროდ, ის, რასაც დღეს ეკონომიკას ეძახიან, ეკონომიკა არ არის.  მოქნილი  და მობილური მით უფრო ვერ იქნება.

თქვენ რომ ფინანსთა მინისტრი იყოთ, რას შეცვლიდით საფინანსო სისტემაში?

ბიუჯეტის ცნებას შევცვლიდი, რადგან მისი განმარტება არასაკმარისია მშვიდად ყოფნისთვის.

როგორც ფინანსისტი, როგორ აფასებთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას საქართველოში?

ეს პოლიტიკა არც იგრძნობა. თანაფარდობა ცუდია ლარსა და უცხოურ ვალუტს შორის. იმ პოლიტიკას ვატარებთ, რასაც  ,,ზემოდან" გვკარნახობენ. ჩვენი მოსახლეობის ფულად გზავნილებში ევროსა და დოლარს შორის ლარისთვის ,,კორიდორი"  არ არსებობს!

                                                                                                             ესაუბრა

                                                                                                             ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: