მანანა ნაჭყებია:-,,თბილისის მერობისთვის თბილისელობა აუცილებელი არ არის, მთავარია, თბილისელების ცხოვრებით იცხოვრო!"

მანანა ნაჭყებია:-,,თბილისის მერობისთვის თბილისელობა აუცილებელი არ არის, მთავარია, თბილისელების ცხოვრებით იცხოვრო!"

    ,,ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი და დიდუბის რაიონიდან საკრებულოს წევრობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია წინასაარჩევნო აქტუალურ თემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ,,ივერიონს" ესაუბრა.

   -ქალბატონო მანანა, ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებს საზოგადოება მამუკა კაციტაძის მიერ რედაქტირებული სიებით ხვდება. თქვენ დიდუბის რაიონში საკრებულოს წევრობიოს კანდიდატი ხართ. გაქვთ თუ არა გამარჯვების იმედი და რას ემყარება თქვენი ოპტიმიზმი?

   -დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებას ახალი მემარჯვენეების მიერ რედაქტირებული სიები დაუწუნა, თითქოს ის ,,გაბერილი" იყო, რაც ხელს აძლევდა ,,ნაციონალებს". დღევანელი სია 113 ათასი ადამიანით მეტია, ვიდრე მამუკას დროს იყო.  დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების  ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარების მომხრეც იყო, მაგრამ ახლა დუმს.  ხელისუფლება, ოპონენტებთან შედარებით,  არჩევნებისას,  ყველა ქვეყანაში დომინანტია:  მათ ხელშია მედია, ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსები... მაგრამ ის,  რაც ჩვენ გვაქვს,  გამოცდილებაა, განვლილი გზა და სუფთა სახელია. ხალხი მიხვდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ მმართველი ძალის დომინირება დამღუპველია.

  -საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა. პრინციპულია საყდრის-ყაჩაღიანის თემაც. თქვენი აზრით, რატომ გარისკა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ?

   -ცხადია, ხელისუფლების ამ ნაბიჯებს  რისკი ახლდა, რომლის თავიდან აცილების საშუალება მას არ ჰქონდა. ხელისუფლებამ გააჭიანურა კიდეც ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება, რომლის მიღებაც ხმაურის გარეშეც შეეძლო. საყდრის-ყაჩაღიანის საკითხზე კულტურის სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემუშავა. მართალია, პრემიერმა შეაჩერა საყდრისში დაწყებული სამუშაოები, მაგრამ ეს დროებითია. თუ ეს ძეგლი კულტურული ობიექტია, შეიძლება მისი ნაწილი მუზეუმად იქცეს, ნაწილში - წიაღისეულის მაძიებლობა განაგრძონ. ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება და იქ მცხოვრებლებიც დასაქმდებიან.

ამ კვირის საჯილდაო ქვად იქცა  ე.წ. მოსმენები.  ეს ,,რუსთავი 2-ის"  დაგეგმილი წინასაარჩევნო პროვოკაცია იყო თუ მართლა ისმენენ? 

მხოლოდ ამ ბოლო შემთხვევას ნუ განვიხილავთ. ასეთი ფაქტები მრავალია. საზოგადოებას  აქვს  განცდა, რომ უსმენენ.  ეს განცდა მეც მაქვს. ასე თუ არ არის, რატომ არ ცვლის ხელისუფლება კანონს მოსმენების შესახებ?! 

   -თუ  დავით ნარმანიას გარანტირებული გამარჯვების შანსი აქვს, რა აზრი აქვს ოპოზიციური პარტიებიდან ამდენი კანდიდატის წარდგენას?

    -ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი. ისინი ამით ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არიან. მიუხედავად ე.წ. დიდი ფორა აქვს,   არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი არ აქვს. ,,ოცნებამ" ვერ შეასრულა დაპირებები, გვიან მიხვდა, რომ არ იყო ადვილი თუნდაც რამდენიმე თეთრით  გაეიაფებინა საწვავი, წყალი და გაზი. მძიმე ტვირთი აწევს მხრებზე ნარმანიას, რადგან დედაქალაქი ბევრს წყვეტს. რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატებს, რომელთა რეიტინგი საზოგადოებაში აშკარად მაღალია, უფრო მეტიც უნდა იყონ. ერთი,  ,,ნაციონალები"  გაიძახდნენ, უპირობოდ, მეორე ტურის გარეშე  გავიმარჯვებთო და, მეორე, ხელისუფლებაში გაიძახიან ასე. ეს ნაციონალების ყავლგასული ტრიუკია და ხალხზე არ მოქმედებს.

   -ენდობით თუ არა NDI-ის წინასაარჩევნო კვლევას?

   -ჩვენ მაშინაც კი ვენდობოდით მის კვლევას, როცა სააკაშვილის დროს  მძიმე ვითარება გვქონდა და გვიჭირდა. უბრალოდ, საქართველოში ხალხს ჯერ კიდევ ეშინია კითხვებზე პასუხის თავისუფლად გაცემის. 

   -ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს და ,საერთოდ, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ის?

არ აქვს მნიშვნელობა, სადაურია თბილისის მერობის კანდიდატი - მეგრელი თუ რაჭველი.

   -ნარმანიამ უკვე თუნდაც იმიტომ წააგო ეს არჩევნები, რომ მტკიცება დაიწყო, თბილისელი ვარო. მას კუთხურობის კომპლექსი აქვს. მან საქმით უნდა დაუმტკიცოს თბილისელებს, რომ მათი ცხოვრებით ცხოვრობს.

                                                                                              

                                                                                                                  ესაუბრა ია ჯღარკავა       

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: