რამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა დარიალის ხეობაში?
როგორც ენერგეტისკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი "ლარსი ჰესი" არ ყოფილა.
-"მთის მასა "ლარსი ჰესის" მიდამოებში მოწყდა, თუმცა ჰესი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. ჰესის ტერიტორიაზე მეწყერის მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაშალია. სპეციალისტები შემთხვევის ადგილას ვერტმფრენებით უკვე გაემგზავრნენ და მეწყერის ჩამოშლის მიზეზებს შეისწავლიან" – განაცხადა ილია ელოშვილმა.
როგორც "ივერიონისთვის" გახდა ცნობილი დაღუპულია სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ.