რატომ დუმს „მწუხარე სახის რაინდი“?!
გაღიზიანებული ლევან ვასაძის მიმართვამ საქარველოს მთავრობისადმი, რითაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აპროტესტებდა და ქართველი კანონმდებლების პარლამენტიდან გამოყრითაც იმუქრებოდა, მაშ საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში.
ბევრი ამ სკანდალურ განცხადებას ორთქლის გამოშვების მორიგ ცდად აფასებდა, ზოგიერთებმა ვასაძის სიტყვებში რუსული კვალი „დაინახა“ დაქართველი მილიონერი პუტინის იდეების რუპორობაში დაადანაშაულა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ვასაძის აქტიურობაში მისი გაპოლიტიკოსობის სურვილი ამოიკითხეს.
ასეა თუ ისე, მიმართვა საკმაოდ მძაფრი პასაჟებით იყო გაჯერებული და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის წუხილს თუ ფულისთქმას ახმოვანებდა.
არავის ეგონა ვასაძის საკმაოდ გაბედულ განცხადებას გაგრძელება არ მოჰყვებოდა და იგი მხოლოდ ორთქლის გამოშვების ფუნქციას შეასრულებდა.
თუ ივანიშვილის მაგალითზე ვიმსჯელებთ, მილიარდერების თუ მილიონერების ადგილი აქტიურ პოლიტიკაში არ არის, მაგრამ, ეროვნული საქმის გაკეთება, ერის წინამძღოლობა პოლიტიკური ბატალიების გარეშეც შეიძლება.
აქედან გამომდინარე, მე არც მიფიქრია, რომ ვასაძე პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებდა და მასებს აყოლიებდა, რომ პარლამენტიდან კინწისკვრით გამოეყარა ის დეპუტატები, ვინც გაბედა და ხელი ასწია ინტიდისკრიმინაციული კანონის მისაღებად, მაგრამ, რატომღაც მეგონა, რომ მწუხარე სახის „რაინდი“ „მოქალაქე #2“-ის ფუნქციას იტვირთებდა და სამოქალაქო საზოგადოების (საზოგადოებრივი მოძრაობის) გაძლიერებაზე იზრუნებდა.
ვასაძე დუმს. ძნელი სათქმელია, რას უნდა მიეწეროს მისი დუმილი _ ურემი ბევრჯერ გადაბრუნდა საქართველოში, მაგრამ გზა არც შემდგომ გამოჩენილა. ამ ლოგიკით, ურმის გადაბრუნებას ვერ დაველოდებით!
მაშ, რატომ დუმს „მწუხარე სახის რაინდი?!“
ბატონო ლევან, თქვენს ეროვნულობაში და განსწავლულობაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ, თუ ბოლომდე პრინციპული და თანმიმდევრული არ იქნებით, ორთქლის გამოშვება საქმეს არ უშველის, პირიქით, კიდევ უფრო აფუჭებს და ნიჰილიზმისკენ მიჰყავს ქვეყანა!