"საქართველო ნარკოტიკებისა და ნარკომანიის გარეშე"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი და ცენტრის ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტი 20-21 მაისს თსუ-ს პირველ კორპუსში აწყობს კონფერენციას "საქართველო ნარკოტიკებისა და ნარკომანიის გარეშე".
ხვალ კონფერენციას შსს-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.
-"ნარკომანია საშინელი სენია, რომელიც აწუხებს სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, სწორედ ამიტომ ჩვენ გამოვეხმაურეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან დროულ ინიციატივას და დავგეგმეთ ეს კონფერენცია"-ამბობს ცენტრის თანამშრომელი ნიკოლოზ მეტრეველი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა 70-მდე ნაშრომი, რომელსაც შემდეგ რედ-კოლეგია განიხილავს. კონფერენციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უერთდებიან.