მდინარე თერგი კალაპოტს დაუბრუნდა
დარიალის ხეობაში 24 საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მდინარე თერგის სხვა კალაპოტში მოქცევა მოხერხდა.
ამ ეტაპისთვის, გაწმენდით სამუშაოები გრძელდება და 10 ერთეული ტექნიკა სტიქიის უშუალო ეპიცენტრშია მობილიზებული. თერგი სხვა კალაპოტიდან შეუერთდება მდინარის მთავარ ნაკადს, რაც მობილიზებულ ტექნიკას საშუალებას მისცემს გზის საფარის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.
„საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროდასაავტომობილოგზებისდეპარტამენტი,განსაკუთრებულმადლობასუხდიანსახელმწიფოსამშენებლოკომპანიას, შპს „ფერს“ დაყველაიმადამიანს, რომლებმაცსტიქიისზონაშიმძიმეპირობებისმიუხედავად, სიცოცხლისრისკისფასადუდიდესიშრომაგაწიეს“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში .