"თანასწორობის ინსტიტუტი" სუბარს ვადას მაისის ბოლომდე აძლევს
არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" დამფუძნებელი- მიშა კაჭკაჭიშვილი და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლი, შოთა ჭოხონელიძე აცხადებენ, რომ თუ სასჯელაღსრულების სისტემა "დამნაშავე კადრებისგან" არ გაიწმინდება, "თანასწორობის ინსტიტუტი" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების დაწესებულებების პიკეტირებას განახორციელებენ. "თანასწორობის ინსტიტუტმა" სპეციალური მიმართვაც გაავრცელა.
"მივმართავთ საქართველოს პრემიერს, ვიცე-პრემიერს და ბატონ სოზარ სუბარს - იმ შემთხვევაში, თუ მაისის თვის ბოლომდე არ მოხდება სასჯელაღსრულების სისტემის, მთელი ვერტიკალის ზონდერებისგან გაწმენდა, ჩვენ, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც საპროტესტო აქციების გამართვის კარგი გამოცდილება გააგვაჩნია, ჩვენს 9 წლიან გამოცდილებას გამოვიყენებთ და მივიღებთ კარდინალურ ზომებს. განვახორციელებთ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების პიკეტირებას.
გვერწმუნეთ, ეს ღონისძიებები გადატეხავს იმ მანკიკერ სისტემას, რომელიც ისევ ვანო მერაბიშვილის ყმადნაფიცი კადრებითაა დაკომპლექტებული".
როგორც გაირკვა, შოთა ჭოხონელიძე და მიშა კაჭკაჭიშვილი უახლოეს დღეებში იმ ზონდერების ვინაობას დაასახელებენ, რომლებიც დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობენ.